„კარმა გოგო“
არის დღეები, რომლებიც, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ჩანს. მაგრამ მერე საღამო მოდის და 9 საათზე ჩვენ ვიკრიბებით: მომდევნო ჩვენება-დისკუსია გვაქვს. ამჯერად „კარმა გოგო“ ვნახეთ. სამწუხაროდ, ჩვენი სკოლის მრავალცვლიანობა იშვიათად იძლევა პირისპირ ჩვენების გამართვის საშუალებას. ვნახეთ ფილმი, ვიმსჯელეთ. . . სასიამოვნოა, როდესაც ამჩნევ, რომ მოსწავლე, როგორც მაყურებელი იზრდება ფილმიდან ფილმამდე. „კარმა იმ ადამიანებზე ზრუნვაა, რომლებიც გიყვარს. კარმა ყველგან არის“ - ამბობს ფილმის მთავარი გმირი. ალბათ სწორედ ეს არის ფილმის მთავარი სათქმელი. დისკუსიის მსვლელობისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია, საკუთარ გულის ხმას მივყვეთ და არა მხოლოდ ახლობლების რჩევებს. მომდევნო ჩვენებაზე სტუმრების მოწვევას ვგეგმავთ. ვნახოთ, როგორ გამოგვივა.